საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ ახალი მთავრობის შემადგენლობა კვირას, 12 ოქტომბერს, ხელახლა დანიშვნიდან სულ რაღაც ორი დღის შემდეგ წარადგინა. ამის შესახებ Politico წერს.
ახალი კაბინეტი შედგება როგორც საჯარო მოხელეებისგან, ასევე პოლიტიკოსებისგან, მათ შორის იმ პირებისგან, რომლებიც ლეკორნუმ გასულ კვირას მთავრობის ფორმირების პირველი მცდელობისას მიიწვია.
მათ შორის, ვინც თავიანთ თანამდებობებზე დარჩნენ, არიან იუსტიციის მინისტრი ჟერალდ დარმანი, ბიუჯეტის მინისტრი ამელი დე მონშალინი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო.
თანამდებობას შეინარჩუნებს როლან ლესკური, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მოკავშირე, რომელიც ლეკორნუს მთავრობი ფორმირების წინა მცდელობისას ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.
კონსერვატორი კატრინ ვოტრენი, რომელიც საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის დროს ჯანდაცვისა და შრომის მინისტრის თანამდებობას იკავებდა, შეიარაღებული ძალების მინისტრი გახდა.
ენი ჟენევარი და რაშიდა დატი, რომელთაგან ეს უკანასკნელი მომავალ წელს პარიზის მერის პოსტზე იყრის კენჭს, სოფლის მეურნეობისა და კულტურის მინისტრის თანამდებობებს შეინარჩუნებენ.
პარიზის პოლიციის უფროსი ლორან ნუნეზი შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.
„დანიშნულია მთავრობა, რომლის მიზანია საფრანგეთის ბიუჯეტის წლის ბოლომდე შედგენა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ქალებსა და კაცებს, რომლებმაც ნებაყოფლობით მიიღეს მონაწილეობა ამ მთავრობაში მსახურების, გვერდზე გადადეს პირადი და პარტიული ინტერესები“, - დაწერა ლეკორნუმ სოციალურ ქსელში.