ავღანეთსა და პაკისტანს შორის საზღვარზე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, ტერორისტული დაჯგუფება „თალიბანისა“ და პაკისტანის არმიის ძალებმა ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს.
მედიის ცნობით, პაკისტანის ჯარები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ პოზიციები რიგ რაიონებში.
წყაროებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს კუნარის, ნანგარჰარის და ჰელმანდის პროვინციებში.
„თალიბანის“ ძალები პაკისტანის საზღვარზე პაკისტანის სამხედრო პოზიციებს რამდენიმე მიმართულებით ესხმიან თავს.
ბრძოლები ასევე გავრცელდა ყანდაჰარის პროვინციის შურაბაკის რაიონიდან. გავრცელებული ცნობებით, ავღანელებმა პაკისტანის ტერიტორიაზე გარკვეული ობიექტები დაიკავეს.
მედია აღნიშნავს, რომ „თალიბანის“ თავდასხმები პაკისტანის ტერიტორიაზე გრძელდება. გარდა ამისა, ავღანეთმა განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო ძალებმა პაკისტანის ქალაქ ლაჰორზე საჰაერო იერიში განახორციელეს.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დარტყმები პაკისტანის ძალების მიერ პარასკევს ღამით ქაბულისა და პაქტიკას პროვინციების დაბომბვის საპასუხოდ განახორციელა.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, „თალიბანის“ ძალებსა და პაკისტანის არმიას შორის ფართომასშტაბიანი შეტაკებები დურანდის ხაზის გასწვრივ [ორ ქვეყანას შორის საზღვრის მონაკვეთი, რომელსაც ქაბული არ აღიარებს] მიმდინარეობს.