კიევში, რუსული დრონების თავდასხმის შედეგად, 17-სართულიან შენობაში ხანძარი გაჩნდა. კორპუსიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულია ცხრა ადამიანი.
კიევის სახელმწიფო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტიმურ ტკაჩენკოს ცნობით, რამდენიმე ლოკაციაზე დაფიქსირდა ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევების ცვენა.
ტკაჩენკოს წინასწარი ინფორმაციით, პეჩერის რაიონში თავდასხმის შედეგად ექვსსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. მისივე ცნობით, უკრაინის დედაქალაქში 17-სართულიან შენობაში ხანძარი დრონების თავდასხმის შედეგად გაჩნდა.
ცნობისათვის, 9 ოქტომბრის საღამოს რუსეთმა უკრაინაში მ დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც კიევი მასობრივი დარტყმის ქვეშ მოექცა.