დემონსტრაციები და პოლიტიკური გადატრიალება ტუნისს ძვირად დაუჯდა. 
ქვეყნის ტურიზმის მინისტრის მეხტი აუას განცხადებით, 2011 წლის იანვარში ტურიზმიდან შემოსავალმა 40 %-ით იკლო. 
მიუხედავად გრძელვადიანი ყოველწლიური პროგნოზებისა, ნეგატიური ტენდენცია სავარაუდოდ თებერვალშიც შენარჩუნდება. 
მინისტრის განმარტებით, ტურისტებს შეუძლიათ ყოველგვარი საშიშროების  გარეშე იმოგზაურონ ქვეყანაში. 
"რევოლუცია, რომელიც ქვეყანაში მოხდა, ახალ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს ქმნის",- განაცხადა აუამ. 
მანვე მოუწოდა ევროპელ ტურისტებს, ახლოს გაეცნონ არაბული სამყაროს რევოლუციის მიღწევებს. 
ტურისტული ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ ძირეულ მიმართულებას წარმოადგენს და მასში ქვეყნის მოსახლეობის 4 %-ია (400 ათასი ადამიანი) დასაქმებული.
შეგახსენებთ, რომ მასიური არეულობები ტუნისში 2010 წლის დეკემბერში დაიწყო.