მიუნხენის აეროპორტი ხუთშაბათს, 2 ოქტომბერს, გვიან ღამით დახურეს ტერიტორიაზე უცნობი დრონების გამოჩენის გამო. დაიხურა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკები. იუწყება Der Spieigel.
საერთო ჯამში, დაახლოებით 20 რეისი გაუქმდა. შეფერხება 3000-მდე მგზავრს შეეხო.
მიუნხენის აეროპორტმა ვერ მიიღო 15 რეისი. ეს თვითმფრინავები შტუტგარტის, ნიურნბერგის, ფრანკფურტისა და ვენის აეროპორტებში გაგზავნეს.
პოლიციამ მიუნხენის აეროპორტის რაიონში დრონების გამოჩენის გამო გამოძიება დაიწყო.
აეროპორტი, სავარაუდოდ, დღეს გაიხსნება.
შეგახსენეთ, სექტემბრის მეორე ნახევარში დრონების გამოჩენის გამო აეროპორტების მუშაობა შეფერხდა დანიასა და ნორვეგიაშიც. უპილოტო საფრენი აპარატების წარმომავლობა ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ინციდენტებთან კავშირი აქვს რუსეთს, რომელიც ამას უარყოფს.
ამასთან, დრონებითა და რუსული გამანადგურებლებით თავიანთი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ განაცხადეს პოლონეთმა, ესტონეთმა და რუმინეთმა.