ღაზაში არსებული ვითარება ყველაზე საშინელი მოვლენაა თანამედროვე კაცობრიობის ისტორიაში. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
„ღაზაში არსებული სიტუაცია ყველაზე საშინელი მოვლენაა ისტორიაში, კაცობრიობის თანამედროვე ისტორიაში“, - განაცხადა პუტინმა საერთაშორისო სადისკუსიო კლუბ ვალდაის სხდომაზე.
პუტინის განცხადებით, აშშ-ის წინადადებების განხორციელებით ღაზის სექტორის კონფლიქტის მოგვარებაში გარღვევა შეიძლება ძალიან პოზიტიური იყოს.
„განახორციელებს თუ არა ის [ისრაელი] ყველაფერს, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შესთავაზა? ბევრი კითხვა არსებობს, მაგრამ საერთო ჯამში, თუ ყველა ეს დადებითი რამ, რაც ვახსენე, მოხდება, მაშინ ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება ძალიან დადებითი გარღვევა იყოს.
„პალესტინის სახელმწიფოს შექმნა [ღაზის კონფლიქტის] მოგვარების მთავარი ელემენტია“, - განაცხადა პუტინმა.