აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია ვლადიმირ პუტინის მიმართ და დასცინოდა მას იმის გამო, რომ მან უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის ომის წლების განმავლობაში გაგრძელების საშუალება მისცა.
ტრმპმა ამის შესახებ ვირჯინიაში კვანტიკოს ბაზაზე გენერლების წინაშე გამოსვლისას ისაუბრა. იუწყება Clash Report.
„პუტინს ვუთხარი: „არ გამოიყურები კარგად. ოთხი წელია ომს აწარმოებ, რომელიც ერთ კვირაში უნდა დაგესრულებინა. შენ რა, ქაღალდის ვეფხვი ხარ?“ - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან ასევე გაიხსენა პუტინთან ალასკაში შეხვედრა და მას კარგი შეხვედრა უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ დაბრუნების შემდეგ პუტინმა კვლავ შეუტია უკრაინას.
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ პუტინით. მეგონა, რომ ის ამას დაასრულებდა. მას ეს ომი ერთ კვირაში უნდა დაესრულებინა... ჩვენ ალასკაში შევხვდით, ეს კარგი შეხვედრა იყო. შემდეგ ის დაბრუნდა და კიევში დრონები გაგზავნა“, - თქვა ტრამპმა.
ასევე ტრამპი კვლავ მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ომის დასასრულებლად პუტინს უნდა შეხვდეს:
„ეს საკითხი პრეზიდენტ პუტინთან და ზელენსკისთან ერთად უნდა მოვაგვაროთ, შევკრიბოთ ისინი ერთად და შედეგებს მივაღწიოთ. მაგრამ ამის გაკეთების ერთადერთი საშუალება - ძალის პოზიციიდან არის“, - განაცხადა ტრამპმა.