საქართველოს მთავრობის პოლიტიკა საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ X-ზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვდრის შემდეგ დაწერა.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკა საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს. ლატვია ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას გააგრძელებს“, - წერს ბაიბა ბრაჟე.