მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე. შიშის ან განხეთქილების დათესვის ვერავითარი მცდელობა ვერ შეარყევს შენს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, ევროკავშირის კარი მოლდოვისთვის ღიაა.
„მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე. შიშის ან განხეთქილების დათესვის ვერავითარი მცდელობა ვერ შეარყევს შენს გადაწყვეტილებას. შენ ნათლად გამოხატე შენი არჩევანი: ევროპა. დემოკრატია. თავისუფლება. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ შენს გვერდით დავდგებით ყოველ ნაბიჯზე. მომავალი შენია“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა თითქმის 100%-ის დათვლის შემდეგ, მმართველი, პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ 50.16%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ 24.19%-ით.