წინასწარი ინფორმაციით, კიევზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 წლის გოგონა. ამის შესახებ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა.
ამასთან, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ სოლომენსის რაიონში სამედიცინო დაწესებულების ერთ-ერთ სართულზე ხანძარი გაჩნდა და შესაძლოა, იქ დაშავებულებიც იყვნენ.
მისი თქმით, მასშტაბური თავდასხმის შედეგები ქალაქის ექვსი რაიონის თითქმის 20 ლოკაციაზე დაფიქსირდა.
დაშავდა რვა ადამიანი, რომელთაგან შვიდი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კლიჩკოს ცნობით, სოლომენის რაიონში თავდასხმამ ნაწილობრივი ნგრევა და ხანძარი გამოიწვია ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის ზედა სართულებზე, ასევე ხანძარი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების მესამე და მეოთხე სართულებზე.