28 სექტემბერს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები იმართება, საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დილის 7:00 საათზე გაიხსნა.
მოქალაქეები ოთხი წლის ვადით 101 დეპუტატს აირჩევენ. კენჭისყრაში ოცდაორი კანდიდატი მონაწილეობს: 14 პარტია, ოთხი საარჩევნო ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი.
ქვეყნის მასშტაბით, 2 200-ზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა. 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ფოსტით ხმის მიცემა პირველად შემოიღეს 10 ქვეყანაში მცხოვრები მოლდოვის მოქალაქეებისთვის.
საერთო ჯამში, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაამტკიცა 41 ქვეყანაში გახსნილი 301 საარჩევნო უბნის სია.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21 საათზე დაიხურება.