მედიის ცნობით, კიევში, რუსეთის მასშტაბური საჰაერო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა ოთხი რაიონი.
როგორც კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, Telegram-ზე დაწერა, სოლომენის რაიონში, წინასწარი ინფორმაციით, ნამსხვრევები ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას დაეცა და ნაწილობრივ დაანგრია.
გარდა ამისა, იმავე ტერიტორიაზე, დაზიანდა არასაცხოვრებელი შენობა.
გასულ ღამეს უკრაინის მასშტაბით ორჯერ გამოცხადდა საჰაერო განგაში. პირველად ფრთოსანი რაკეტების გამოჩენისა და მეორედ რუსული მიგ-31კ ტიპის გამანადგურებლის აფრენის გამო.
28 სექტემბრის დილით კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ გააბრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, მტრის თავდასხმის შედეგად ოთხ რაიონში ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა ავტომობილები დაშავდა 7 ადამიანი.
28 სექტემბრის ღამეს რუსებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს ზაპოროჟიეზეც დაზიანდა კერძო სახლი, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.