ირანმა კონსულტაციებისთვის გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან თავისი ელჩები გაიწვია გაერო-ს სანქციების ხელახლი დაწესების გამო. ამის შესახებ ირანული სახელმწიფო მედია იუწყება.
აღნიშნული გადაწყვეტილება ირანმა მას შემდეგ მიიღო, რაც გაერო-ს უშიშროების საბჭომ ირანის წინააღმდეგ სანქციების გადავადებას მხარი არ დაუჭირა.
რუსეთისა და ჩინეთის რეზოლუციას, რომელიც ირანის წინააღმდეგ სანქციების ხელახლა დაწესების ექვსი თვით გადავადებას ითვალისწინებდა, გაერო-ს უშიშროების საბჭოში მხარი მხოლოდ ოთხმა სახელმწიფომ დაუჭირა.
შეგახსენეთ, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ევროპული ქვეყნებისა და ირანის მოლაპარაკებები, ბირთვული პროგრამის შესახებ ჩაიშალა, თეირანის წინააღმდეგ გაერო-ს დონეზე უფრო ფართო სანქციები დაწესდება.
აგვისტოს ბოლოს, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა, რომლებიც ირანის ბირთვული შეთანხმების ევროპული გარანტები არიან, გაერო-ს უშიშროების საბჭოს წერილი გაუგზავნეს ირანის წინააღმდეგ სანქციების ხელახალი დაწესების მექანიზმის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ირანის წინააღმდეგ სანქციები ძალაში 28 სექტემბრიდან შევა.