გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი შეხვდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასს. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც უწყებაში აღნიშნეს, სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობა დინამიურად ვითარდება და მოიცავს ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროს.
არარატ მირზოიანმა და კაია კალასმა გაცვალეს მოსაზრებები გეოპოლიტიკურ და რეგიონულ მოვლენებზე, ხაზი გაუსვეს ამ კონტექსტში სომხეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტულ პროგრამებს.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში განიხილეს საერთაშორისო საკომუნიკაციო პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.