უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ამერიკის ლიდერს დონალდ ტრამპს საბოლოოდ სურს უკრაინის გამარჯვება. ამის შესახებ მან Axios-ს განუცხადა.
ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა: „გჯერათ, რომ პრეზიდენტ ტრამპს საბოლოოდ სურს უკრაინის გამარჯვება?“
ზელენსკიმ უპასუხა: „დიახ“.
ჟურნალისტმა ზელენსკის გაახსენა, რომ დონალდ ტრამპმა ადრე განაცხადა, რმ ზელენსკის კარტი არ აქვს.
შეკითხვაზე, თუ რა შეიცვალა მას შემდეგ, ზელენსკიმ უპასუხა:
„ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა გააცნობიერა, რომ პუტინი მას წარმატებას არ მოუტანს, მაშინაც კი, თუ ამ მომენტს ასე შევხედავთ, საზოგადოება, ამერიკის საზოგადოება, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების პრეზიდენტისთვის“, - თქვა მან.
ზელენსკიმ დასძინა, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ნებისმიერი ლიდერისთვის გადამწყვეტია და „ამერიკის საზოგადოება კი პატივს არ სცემს და არ ენდობა პუტინს და ისინი ზოგადად არ თვლიან, რომ მას ამ ომის დასრულება სურს“.