26 სექტემბრის ღამეს, რუსეთის კრასნოდარის მხარეში, აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონები თავს დაესხნენ, რასაც ერთ-ერთ ობიექტში ხანძარი მოჰყვა.
კრასნოდარის მხარის ოპეარტიული შტაბის ცნობით, დრონის ნამსხვრევები აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ერთ-ერთ ობიექტზე ჩაცვივდა, რამაც 30 კვადრატული მეტრის ფართობზე ხანძარი გამოიწვია.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლის ძირითადი პროდუქცია ბენზინი და დიზელის საწვავია, რუსეთის არმიის მომარაგებაშია ჩართული. ნავთობის წლიური გადამუშავების მოცულობა წელიწადში 6.25 მილიონ ტონას შეადგენს.