დალასში, აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო სამსახურის ოფისში (ICE) სროლის შედეგად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
CNN-ის ცნობით, 24 სექტემბრის დილით, დალასის პოლიციამ მიიღო შეტყობინება ადგილობრივი ICE-ის ოფისის მახლობლად სახურავზე მყოფი სნაიპერის შესახებ. მან ახლომდებარე შენობიდან ცეცხლი გახსნა სამთავრობო ობიექტის წინააღმდეგ.
პოლიციის ცნობით, დამნაშავემ თავი მოიკლა,
მის მსხვერპლთა შორის იყო ორი მოქალაქე, რომლებიც იმიგრაციის პოლიციის განყოფილებაში იყვნენ დაკავებულები.