სომხეთში ოპოზიციური პარტიის, „აპრელუ იერქირის“ წევრი ვოლოდია გრიგორიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გრიგორიანი საკუთარ სახლში წუხელ მოკლეს. მასთან ერთად მოკლულია მისი მეგობარიც, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი და დაჭრილია კიდევ ერთი პირი.
ეჭვმიტანილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მკვლელობა დაგმო და სამართალდამცავ ორგანოებს მისი გამოძიებისკენ მოუწოდა.
„მე მკაცრად ვგმობ პარაკარის თემის სოფელ მერძავანში მომხდარ თავხედურ შეიარაღებულ თავდასხმას, რომლის შედეგადაც თემის ხელმძღვანელი გრიგორიანი და მისი მეგობარი დაიღუპნენ. კიდევ ერთი დაჭრილი მამაკაცი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია“, – დაწერა ფაშინიანმა სოციალურ ქსელში.