კრასნოდარის მხარის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის განცხადებით, უკრაინამ ქალაქ ნოვოროსიისკზე დრონებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.
„დღისით დრონებმა ქალაქის ცენტრს დაარტყეს. სამწუხაროდ, არის მსხვერპლი“, - დაწერა მან Telegram-ზე.
მისი თქმით, დარტყმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სასტუმრო „ნოვოროსიისკსთან“ ახლოს მოხდა.
„წინასწარი ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი შენობა, მათ შორის საცხოვრებელი კორპუსები, ასევე სასტუმროს შენობა. თავდასხმის მოგერიება გრძელდება“, - განაცხადა გუბერნატორმა.