აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა, ესტონელ კოლეგასთან, ჰანო პევკურთან საუბრის შემდეგ, ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, ესტონეთის საჰაერო სივრცეში რუსული გამანადგურებლების შეჭრას მიუღებელი უწოდა.
ამის შესახებ მან X-ზე დაწერა
ჰეგსეთის ცნობით, მას ესტონეთის თავდაცვის მინისტრ პევკურთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა გასული პარასკევის მოვლენებთან დაკავშირებით.
„რუსეთის მიერ ნატო-ს საჰაერო სივრცეში შეჭრა მიუღებელია. ომის დეპარტამენტი სოლიდარობას უცხადებს ესტონეთს და მიესალმება მოკავშირეთა სწრაფ და ძლიერ რეაგირებას“, - წერს პიტ ჰეგსეთი.