უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიის პრეზიდენტ კარინ კელერ-ზუტერს შეხვდა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს..
ლიდერებმა მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა განიხილეს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა მზადყოფნა, ლიდერების დონეზე შეხვდეს რუსულ მხარეს.
კარინ კელერ-სუტერმა განაცხადა, რომ შვეიცარია მზადაა უმასპინძლოს ასეთ შეხვედრას. თუმცა, ჯერჯერობით არ ყოფილა არანაირი ნაბიჯი, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ რუსეთს ომის დასრულება სურს“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრის დროს მხარეებმა აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ ნატო-ს წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცის დარღვევა შემთხვევითი არ არის.