დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა არ გამორიცხა, რომ კოპენჰაგენის აეროპორტთან ახლოს დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტში რუსეთი მონაწილეობდეს.
შკითხვაზე, ეჭვობს თუ არა ინციდენტში რუსეთის მონაწილეობას, დანიის პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „მე, ნებისმიერ შემთხვევაში, ვერ გამოვრიცხავ, რომ ეს რუსეთი იყო“.
„ჩვენ ვხედავთ ჰიბრიდული თავდასხმების, დივერსიებისა და დივერსიის მცდელობების რაოდენობას. ამჟამად ხელისუფლება იძიებს, თუ რა მოხდა ზუსტად დანიაში“, - თქვა ფრედერიქსენმა.
ამავდროულად, მისი თქმით, ღამით მომხდარ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტი უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ.
„ეს ევროპაში მიმდინარე ყველა სხვა მოვლენასთან კონტექსტში უნდა განვიხილოთ, თუმცა ჯერჯერობით დასკვნების გამოტანა არ შეგვიძლია“, - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.
მან ასევე ისაუბრა აეროპორტის მახლობლად დრონების გაშვების შესაძლო მოტივზე.
„ცხადია, სიმშვიდის დარღვევისა და არეულობის გამოწვევის მიზნით. შფოთვის შესაქმნელად. იმისთვის, რომ ნახონ, თუ რამდენად შორს შეუძლიათ“, - თქვა ფრედერიქსენმა.
შეგახსენებთ, დანიაში, კოპენჰაგენის აეროპორტში დრონების დაფიქსირების გამო ყველა ფრენა შეჩერდა. პოლიციის ცნობით, დანიის უდიდესი აეროპორტის ტერიტორიაზე ორი-სამი დიდი დრონი დააფიქსირეს.