უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეერთებულ შტატებს ვიზიტით ეწვევა, სადაც სამშაბათს დონალდ ტრამპთან შეხვედრას და ოთხშაბათს დილით გაერო-ში სიტყვით გამოსვლას გეგმავს, რათა მოკავშირეებისგან მეტი მხარდაჭერა მოიპოვოს.
თუმცა, როგორც Reuters წერს, ამ ვიზიტიდან რაიმე განსაკუთრებულ სასწაულს ელოდებიან.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, არსებობს ნიშნები იმისა, რომ უკრაინა ომის ახალი ფაზისთვის ემზადება, რომლის დროსაც საგარეო მხარდაჭერა შემცირდება და ქვეყანას უფრო მეტად საკუთარ ძალებზე მოუწევს დაყრდნობა.
ამავდროულად, როგორც გამოცემა აღნიშნავს, უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა ზელენსკის ორშაბათს ჩასვლამდე შესრულებული სამუშაო პრაგმატულ დიპლომატიად წარმოადგინეს და არა გადამწყვეტი მოგზაურობისთვის მზადებად.
„ნიუ იორკი ყოველ სექტემბერს შეხვედრების ადგილად იქცევა. ეს წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი ადგილია. ვისურვებდი, რომ უფრო პრაქტიკული ყოფილიყო, მაგრამ ამ მასშტაბის კონფლიქტებისთვის მარტივი გადაწყვეტილებები არასდროს იქნება. ასე რომ, არამგონია, ნიუ იორკიდან მარტივი გადაწყვეტილებებით დავბრუნდეთ. და ნიუ-იორკის შემდეგაც გავაგრძელებთ მუშაობას“, - განუცხადა Reuters-ს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სერგეი კისლიცამ.