ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისკენ მიემართება.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, მიემართება თუ არა მსოფლიო მესამე მსოფლიო ომისკენ, ფონ დერ ლაიენმა უპასუხა: „არა, მაგრამ ჩვენ ძალიან საშიშ დროში ვცხოვრობთ“.
„მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემს ძალებშია, რათა ევროპაში მშვიდობა და თავისუფლება შევინარჩუნო. სწორედ ეს ხსნის ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები“, - განაცხადა მან.
ამავდროულად, ევროკომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში მზარდი მტრული განწყობის პირობებში, „ჩვენ უნდა მივიღოთ ყველა საჭირო ზომა დემოკრატიის, კეთილდღეობისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად“.
შეგახსენებთ, ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩმა განაცხადა, რომ „რაც უფრო მეტად ეცდება რუსეთი ნატო-ს პროვოცირებას, მით უფრო მაღალი იქნება სერიოზული კონფლიქტის რისკი“.