ევროკავშირი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის წინააღმდეგ სავაჭრო ზომების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს. იტყობინება Bloomger-ი წყაროზე დაყრდნობით.
როგორც ცნობილია, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ქვეყნებიდან ნავთობის იმპორტი ამ დრომდე მხოლო სლოვაკეთსა და უნგრეთში ხორციელდება.
Bloombger-ის ინფომაციით, შემზღუდავი ზომები ეხება მილსადენ „დრუჟბას“, რომლითაც მარაგდებიან სლოვაკეთი და უნგრეთი. ამ ეტაპზე ეს საკითხი ევროკომისიის დონეზე განიხილება.
ბუდაპეშტი და ბრატისლავა რუსულ ნავთობზე უარის თქმას ჯერჯერობით არ აპირებენ, რადგან მათი თქმით, ვერ შეძლეს ალტერნატიული ენერგორესურსების მოძიება.
ამასთან, ბუდაპეშტი და ბრატისლავა ბლოკავენ ყველა ზომას, რაც მათი თქმით, მათ ენერგეტიკულ უსაფრთოხებას უქმნიან საფრთხეს.
„დრუჟბას“ წინააღმდეგ პოტენციური შეზღუდვები ევროკავშირის რუსეთისადმი სანქციების მე-19 პაკეტის ფარგლებში არ განიხილება. სანქციათა ამ პაკეტზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს ევროკომისიის დონეზე.
მე-19 პაკეტი ითვალისწინებს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას. გარდა ამისა, შესაძლოა შეზღუდვები გავრცელდეს 100-ზე მეტი ნავთობის ტანკერზე, რომლებიც მოსკოვის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია.
Reuters-ის ცნობით, ევროპაში გაზის შესყიდვების 19% ამჟამად რუსეთიდან, „თურქული ნაკადის“ მილსადენისა და თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერების მეშვეობით ხორციელდება. 2022 წლამდე, როდესაც თებერვალში უკრაინაში ომი დაიწყო, რუსეთის წილი ევროპული გაზის იმპორტში 45% იყო.
რუსულ თხევად გაზს ყიდულობენ ესპანეთი, ბელგია, ნიდერლანდები და საფრანგეთი. „თურქული ნაკადის“ მეშვეობით რუსული გაზი მიეწოდება უნგრეთს, სლოვაკეთს და ბულგარეთს.
გასულ კვირას ფრანგული ენერგეტიკული კომპანია Totalenergies აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ რუსული გაზი საჭირო იქნება სულ მცირე 2027 წლის ბოლომდე. ამის შემდეგ, მისი ჩანაცვლება შესაძლებელია სხვა მომწოდებლების საწვავით, ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენის გარეშე.