პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურსი ცნობით, რუსულმა გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვაში საბურღ პლატფორმას გადაუფრინეს და უსაფრთხოების ზონა დაარღვიეს.
პოლონელი მესაზღვრეების ცნობით, ორმა რუსულმა გამანადგურებელმა დაბალი გადაფრენა განახორციელა ბალტიის ზღვაში Petrobaltic-ის საბურღი პლატფორმის თავზე.
„პლატფორმის უსაფრთხოების ზონა დაირღვა. ამის შესახებ პოლონეთის შეიარაღებულ ძალებსა და სხვა სამსახურებს ეცნობათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ინციდენტის შესახებ იმავე დღეს გახდა ცნობილი, როდესაც სამი რუსული MiG-31 ტიპის გამანადგურებელი ნებართვის გარეშე შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში ფინეთის ყურის თავზე და იქ 12 წუთის განმავლობაში დარჩა.
ნატო-მ განაცხადა, რომ თვითმფრინავენი ჩაჭრეს.
ამის შემდეგ, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საქმეთა დროებით რწმუნებული დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა.