ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც მოითხოვდა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ, უპირობო და მუდმივ შეწყვეტას და ისრაელისგან პალესტინის ანკლავში დახმარების მიწოდებაზე ყველა შეზღუდვის მოხსნას. იუწყება Reuters
მომზადებული პროექტი ასევე მოითხოვდა პალესტინის რადიკალური დაჯგუფების, ჰამასის, და სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების მიერ დაკავებული ყველა მძევლის დაუყოვნებლივ, ღირსეულად და უპირობოდ გათავისუფლებას.
რეზოლუციის პროექტმა 14 ხმა მიიღო, თუმცა შეერთებულმა შტატებმა ვეტო გამოიყენა. ეს უკვე მეექვსე შემთხვევაა, როდესაც ისრაელისა და პალესტინის რეზოლუციის პროექტს აშშ-მა ვეტო დაადო, ღაზის სექტორში შეიარაღებული კონფლიქტის განმვალობაში, რომელიც "ჰამასის" მიერ ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ დაიწყო .