რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკის აღმოსავლეთ სანაპიროსთან 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.
ბიძგების ეპიცენტრი პეტროპავლოვსკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 125 კმ-ში დაფიქსირდა.
მიწისძვრის შედეგად გამოწვეული ზარალისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
რუსული მედიის ცნობით, ძლიერი ბიძგების შემდეგ ცუნამის წარმოქმნის შესახებ გაფრთხილება გავრცელდა. .ამჟამად საფრთხე მოხსნილია.
2025 წლის 30 ივლისს კამჩატკაზე მოხდა 8,8 მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელმაც ცუნამი და ვულკანების ამოფრქვევა გამოიწვია. ადგილობრივი ხელისუფლება ოთხი დაშავებულის შესახებ იუწყებოდა. დაზიანდა სახლები და სხვა შენობები. დაიტბორა პორტი და თევზის ქარხანა.