პენსილვანიაში სროლის შედეგად სამი სამართალდამცველი დაიღუპა და ორი დაიჭრა, ასევე დაიღუპა თავდამსხმელიც. ამის შესახებ განაცხადა შტატის პოლიციის კომისარმა და დასძინა, რომ დაჭრილი პოლიციელების მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა სტაბილური.
NBC News-ს სამმა წყარომ განუცხადა, რომ პოლიცია, იორკის ოლქში ადგილზე გამოძახების შემდეგ მივიდა, რა დრისაც როდესაც მათ მიმართულებით სროლა განხორციელდა.
თვითმხილველების თქმით, მათ დაახლოებით 30 გასროლის ხმა გაიგეს.
პენსილვანიის შტატის პოლიციის კომისარმა კრისტოფერ პერისმა განაცხადა, რომ ორი დფაჭრილი ოფიცერი WellSpan-ის საავადმყოფოში გადაიყავნეს. მისივე თქმით, პოლიციამ თავდამსხმელს ესროლა და მოკლა. მსროლელის ვინაობა ჯერ უცნობია.