ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი რობერტ რედფორდი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
The New York Times-ის ინფორმაციით, რობერტ რედფორდი იუტის შტატში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
მსახიობი ცნობილი იყო ისეთ ფილმებში მონაწილეობით, როგორებიცაა „ბუჩ კესიდი და სანდენს კიდი“ (1969), „პრეზიდენტის ყველა გარემოცვა“ (1976), „კონდორის სამი დღე“ (1975) და სხვა.
რობერტ რედფორდს, როგორც რეჟისორს, ფილმისთვის „ჩვეულებრივი ხალხი“ (1980) „ოსკარი“ აქვს აღებული. მან ასევე დააარსა სანდენსის კინოფესტივალი, რომელიც დამოუკიდებელი კინოს ერთ-ერთ მთავარ პლატფორმად იქცა. რედფორდი ასევე ცნობილი იყო გარემოსდაცვითი აქტივიზმითა და სოციალური საკითხების მხარდაჭერით.