თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ანტისამთავრობო აქციაზე ათიათასობით ადამიანი გამოვიდა.
პროტესტის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება ოპოზიციური თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის (CHP) წინააღმდეგ სამართლებრივ დევნას ახორციელებს. იუწყება Reuters.
შეკრებილები სკანდირებდნენ, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უნდა გადადგეს, გამოტანილი ჰქონდათ თურქეთის დროშები და პარტიული ბანერები.
მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას, სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ მთავრობა ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას დემოკრატიული ნორმების ძირის გამოთხრით და განსხვავებული აზრის ჩახშობით, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ გასულ წელს ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა.
ოზელმა ასევე მოუწოდა ვადამდელი საყოველთაო არჩევნების ჩატარებისკენ.
Reuters -ის თანახმად, ბოლო ერთი წლის განმავლობაში თურქეთში 500-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის კორუფციის ბრალდებების გამოძიების ფარგლებში სტამბოლის და ქვეყნის მასშტაბით რესპუბლიკური პარტიის მიერ მართულ სხვა მუნიციპალიტეტების 17 მერი.
კორუფციასა და ტერორიზმთან სავარაუდო კავშირების შესახებ ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, სახალხო რესპუბლიკური პარტიის ასობით წევრი დააპატიმრეს, მათ შორის ერდოღანის მთავარი პოლიტიკური კონკურენტი, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ.