უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სუმის ოლქის სასაზღვრო რაიონებში უკრაინული ჯარების მიერ განხორციელებულ „კარგ შედეგებზე“ ისაუბრა.
„მთავარსარდალ, ოლექსანდრ სირსკის ანგარიში. სუმის ოლქის სასაზღვრო ზონაში კარგი შედეგებია. ჩვენი ქვედანაყოფები უკრაინის სახელმწიფო საზღვრისკენ წინსვლას აგრძელებენ.
მადლობა 225-ე ცალკეული მოიერიშე პოლკისა და 71-ე ბრიგადის ჯარისკაცებს,“ - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსებმა კუპიანსკსა და დონეცკის რეგიონში „მნიშვნელოვანი დანაკარგები“ განიცადეს.
ჩვენ ვაგრძელებთ მოქმედებას დობროპოლის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ სამხედროები რუსულ თავდასხმებს იგერიებენ. განსაკუთრებული მადლობა 1-ლი, 225-ე და 425-ე ცალკეული მოერიშე პოლკების, 79-ე და 82-ე საჰაერო-სადესანტო მოიერიშე ბრიგადების ჯარისკაცებს. ყოჩაღ, ბიჭებო. ჩვენ ზაპოროჟიეში არსებული სიტუაციის შესაბამისად ვმოქმედებთ“, - თქვა ზელენსკიმ.
ანალიტიკური პროექტის DeepState-ის მონაცემებით, სუმის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონსტანტინოვკასა და ნოვოკონსტანტინოვკას სასაზღვრო სოფლებთან რუსეთის არმია უკან დაიხიეს.