მადრიდში, ბარში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 25 ადამიანი დაშავდა, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას გამოცემა El Pais ავრცელებს.
„შაბათს, მადრიდის პუენტე დე ვალეკასის რაიონში გაზის აფეთქების შედეგად, სულ მცირე 25 ადამიანი დაშავდა. მათ შორის სამის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი პოტენციურად მძიმე“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულია, რომ აფეთქების შედეგად დაზიანდა თავად ბარი და შენობის ზემოთ მდებარე საცხოვრებელი ბინა.
ინციდენტის მიზეზები ჯერ არ არის დაზუსტებული. სავარაუდოდ, ბარში გაზი აფეთქდა.