გედევან ფოფხაძე უბინძურესი ადამიანია, ყველაფრის მკადრებელი,- ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადება, რომელმაც „პალიტრანიუსის“ ეთერში აღნიშნა, რომ „ივანიშვილი არის ნაძირალა, გარეწარი და თუ ივანიშვილის ბენზინს გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ ეწყინება“.
კახა კალაძის განმარტებით, გედევან ფოფხაძე არასერიოზული ადამიანია.
„მისგან მეტს არც უნდა მოელოდე ადამიანი, ისეთი რაღაცები აქვს ნაკადრები. შესაბამისად, ჯერ ერთი, სერიოზულადაც არ უნდა მივიღოთ მისი განცხადებები იმიტომ, რომ არასერიოზული ადამიანია, არასერიოზულად აღიქვამენ და ჩვენთანაც ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ იყო გედი ფოფხაძე“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისათვის კოალიცია "ცვლილებისთვის“ წევრმა, გედევან ფოფხაძიემ ერთ-ერთ ეთერში განაცხადა: „ გულწრფელად გეტყვით, მაგათი არავის ფიზიკური განადგურება არ მეწყინება, ივანიშვილს ბენზინს თუ გადაასხამენ და ცეცხლს წაუკიდებენ, არ მეწყინება“.