ოფისში სტატიკურად მყოფ ადამიანებს მიუვარდნენ ეს ფაშისტები და პროვოცირებდნენ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
"ოფისში სტატიკურად მყოფ ადამიანებს მიუვარდნენ ეს ფაშისტები და პროვოცირებდნენ... [ქალები] ყველაზე ომახიანად აგინებდნენ ჩვენს მხარდამჭერებს და ყველაზე უმსგავსოდ იქცეოდნენ, მათ შორის. ამით გინდათ, რომ ეს ყველაფერი გაიტანოთ, როგორც ქალთა მიმართ ძალადობა. ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ აყენებთ რეალურად იმ ქალებს, რომლებიც მართლა ძალადობის ქვეშ არიან, ოჯახურ თუ სხვადასხვა პარტნიორულ ურთიერთობაში. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, ან გაერკვიეთ საქმეში ან ისწავლეთ ან იცოდეთ, როგორი სტანდარტი უნდა დაიცვათ, როდესაც იქეთ მოძალადე, შეურაცხმყოფელ, ამ ფაშისტურ აქტივიზმში ჩართული, მათ შორის, ქალებიც და კაცებიც, არ გამოიყვანოთ მსხვერპლებად. ესენი არ იყვნენ მსხვერპლები, ესენი იყვნენ მოძალადეები. ფაშისტები იყვნენ ქალებიც და კაცებიც, სამწუხაროდ", - ამბობს ნინო წილოსანი.