3 000 ადგილას რომ უნდა დანთებულიყო ცეცხლი, ანთია სადმე? ყველგან ერთად ინთება ერთ კონკრეტულ დღეს თუ ნაბიჯ-ნაბიჯ ვნახავთ? - გულს მირევს, მაგრამ მესმის. ყაველაშვილის დაკრულზე ცეკვა ხომ უნდა გამართლდეს რამენაირად, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „კოალიცია ცვლილების“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.
ჯაფარიძე წერილში, მათ შორის საუბრობს იმაზე რომ ბრიფინგებზე დგანან ე.წ. ახალი სახეები, რომლებიც ამდენი წელია თვალით არ უნახავს არავის.
„რა მაინტერესებს: 3000 ადგილას რომ უნდა დანთებულიყო ცეცხლი, ანთია სადმე? ყველგან ერთად ინთება ერთ კონკრეტულ დღეს თუ ნაბიჯ-ნაბიჯ ვნახავთ? არ აჩვენებს ჩემთან არც „ტვ პირველი“ და „არც ფორმულა“ (სხვა არ მაქვს) და გარეთ ჩანს ცეცხლი? რად მინდა ეს ტრიბუნასთან ბრიფინგები და ნანგრევების წინ სინქრონები, ცეცხლი სადაც ანთია, ის ადგილები გვანახეთ. იქნებ ჩვენც შემოვკრათ ჯამებს კოვზები.
ეს ყოველდღიური ბრიფინგები, ხანდახან დღეში 2-3 - ჯერ, ხან ოფისიდან, ხან ქუჩიდან, ხან ტყიდან და ხან ზღვიდან, თან ლაივები ორივე არხზე, თითქოს რამე ისეთი უნდა ითქვას, ჯერ რომ არ სმენია ქართველის ყურს, გავიგე.
გულს მირევს, მაგრამ მესმის. ყაველაშვილის დაკრულზე ცეკვა ხომ უნდა გამართლდეს რამენაირად?
ამიტომ, აგერ ბატონო, ვმუშაობთ, არ ვსხედვართ ხელდაკრეფილი, ბრიფინგებს ვაწყობთ, და რასაც ისედაც გეუბნებით დღეში 7-ჯერ, ყველა პოლიტიკურ თოქშოუში, აგერ ცალკეც მოგახსენებთ ბრიფინგებზე და მეტი “სიგანგაშისთვის” ლაივებსაც ვთხოვთ ტელევიზიებს.
ამის მეტი რა მინახავს.
მაგრამ, ამ ე.წ „ახალ სახეებს” რომ აყენებთ ბრიფინგზე, რომლებიც ამდენი წელია თვალით არ უნახავს არავის, არსად, არც დაკავებული, არც დაჯარიმებული, არც სამსახურიდან გამოგდებული, ვინმე დებილ „ქოცთან“ შელაპარაკებულიც კი, ნაცემ-ნაწამებზე აღარაფერს ვამბობ, თან შუბლზე რომ საკრებულოს სკამი ახატიათ, და აქეთ რომ გვმოძღვრავენ, როგორ უნდა ებრძოლო თურმე რეჟიმს“,- წერს ზურაბ ჯაფარიძე წერილში.