„ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ზარქუა სოციალურ ქსელში წერს, რომ მელიქიშვილის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენები „კარგად ორგანიზებული და გააზრებული პროვოკაცია იყო უსამშობლოების მხრიდან“.
„ის, რაც წუხელ მელიქიშვილზე ვიხილეთ, იყო კარგად ორგანიზებული და გააზრებული პროვოკაცია უსამშობლოების მხრიდან და არა რიგითი, სტანდარტული 20 - კაციანი რუსთაველის გადაკეტვის მცდელობა. ანუ, რასაც ვამბობდი, რომ ახალგაზრდებს ამზადებენ ისევ მორიგი პროვოკაციებისთვის და შეტაკებისთვის ეს უსამშობლოები - მეთქი, სწორედ ამას ვგულისხმობდი. ასე, რომ ბოკერიას გიჟს გადაეცით, რომ წუხელვე შეეწერა თავისივე დაგინება და ასე დავუთვლი ყოველ მსგავს ფუჭ პროვოკაციებს მომავალშიც!“- წერს ირაკლი ზარქუა „ფეისბუქზე“.
გუშინ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რომლებიც თბილისის მერის და მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ, ხმაურისა და შეძახილების ფონზე მოუწიათ ღონისძიების დატოვება.