საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას. რეჟიმის სრული კაპიტულაცია ახლოვდება – 4 ოქტომბერი ჩვენი გამარჯვების დღეა! - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ლევან ხაბეიშვილი ეხმიანება, მელიქიშვილის ქუჩაზე თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნას, რომლის დასრულების შემდეგაც „ქართული ოცნების“ წევრებს ტერიტორიის დატოვება საპროტესტო აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე მოუწიათ.
“საკრებულოს წევრობას დახარბებულები, შეშლილი, ალეწილი სახეებით, ძუნძულით და პოლიციის კორდონით მიაპობდნენ გზას…
ენაგადმოგდებული “მილიციონერები” უხასიათოდ მიჰყვებოდნენ მხარში და მის ძვირადღირებულ, ბრენდულ ტანისამოსზე შეხების გარეშე, ცდილობდნენ დაეცვათ, მათთვის ნასროლი კვერცხი და გინება თავად მიეღოთ “გმირულად”…
ანწუხელიძის სულში ჩამფურთხელბლების და გმირების სახელებზე წიხლით შემდგარი დეპუტაციის, "ხელისუფლების"
წარმომადგენელს რიგითი ჟანდარმერიის თანამშრომელი - შუბლზე ოფლმორეული, ტანჯული იცავდა…
ახლოვდება ივანიშვილის რეჟიმის სრული კაპიტულაცია და “დიორის” სუნამოს სუნშიც აპობდა ეს სურნელი თავის გზას და რიგით ჟანდარმერიის ოფიცერს, სახეზე ნეგატივად გამოესახა ...
4 ოქტომბერი გამარჯვების დღე !!! ყველა ქუჩაში!!! დროშები !!!” - წერს ლევან ხაბეიშვილი.