უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 34 წელი შესრულდა.
უკრაინამ სსრკ-ისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.
მეოთხე წელია, რაც უკრაინას დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა რუსეთთან ომის პირობებში უწევს.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ფეისბუკზე ვიდეომიმართვა გაავრცელა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"ჩვენ ვაშენებთ ძლიერ და მძლავრ უკრაინას – ისეთ ქვეყანას, რომელსაც შეეძლება მშვიდობასა და უსაფრთხოებაში ცხოვრება. იმისთვის, რომ აქ, ჩვენს დამოუკიდებლობის მოედანზე, ჩვენი დროშების ქვეშ, ჩვენს მიწაზე, მომავალში ჩვენი შვილებს და შვილიშვილებს შეეძლოთ, ერთობლივად აღნიშნონ დამოუკიდებლობის დღე. აღნიშნონ სიმშვიდეში, მომავლის რწმენით, პატივისცემითა და მადლიერებით ყველას მიმართ, ვინც დაიცვა უკრაინა ამ თავისუფლებისთვის ბრძოლაში, ვინც გაუძლო, გაუმკლავდა და მოიპოვა გამარჯვება.
ეს მიზანი ნამდვილად ღირს იმისთვის, რომ იცხოვრო. და სწორედ ამისთვის ვდგავართ ჩვენ აქ.
გილოცავთ დღესასწაულს, დიდებულო ხალხო დიდებული ქვეყნისა! გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! დიდება უკრაინას!"