დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ დაამტკიცა უკრაინისთვის Extended Range Attack Munition (ERAM) ტიპის 3 350 საავიაციო რაკეტის მიყიდვა, რომლებიც უკრაინას დაახლოებით ექვს კვირაში უნდა მიეწოდოს. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
WSJ აღნიშნავს, რომ 850 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების პაკეტი, რომელიც ძირითადად ევროპული ქვეყნების მიერ არის დაფინანსებული და სხვა საკითხებსაც მოიცავს, გადაიდო ტრამპის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებების მოლოდინში.
WSJ-ის წყაროების თქმით, ERAM-ის გამოყენებას, რომლის მოქმედების რადიუსიც 240-დან 450 კმ-მდეა, პენტაგონის თანხმობაც დასჭირდება.
შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად არ გამოაცხადა ამ რაკეტების ახალი მიწოდების გეგმები, თუმცა ევროპის მთავრობების მიერ შეერთებული შტატებისგან შეძენილი სხვა ტიპის იარაღი შესაძლოა უკრაინას საკუთარი საზღვრების ფარგლებში დაეხმაროს.
კერძოდ, საუბარია საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და GMLRS მრავალჯერად სარაკეტო სისტემებზე, რომელთა მოქმედების რადიუსი 145 კმ-ია.
ERAM არის შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო-სადესანტო იარაღი. ის განკუთვნილია სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების გასანადგურებლად. მისი მოდულური კონსტრუქცია საშუალებას იძლევა, რომ ის სხვადასხვა მიზნებისთვის იყოს ადაპტირებული.