სომხეთში პარტიამ „რესპუბლიკისთვის“ და მისმა მხარდამჭერებმა შაბათს გიუმრიში განლაგებულ 102-ე რუსულ სამხედრო ბაზასთაბ საპროტესტო აქცია გამართეს. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
მომიტინგეები სომხეთის მთავრობისგან გიუმრიდან რუსული სამხედრო ბაზის გაყვანას მოითხოვდნენ. ვიდეოში ჩანს, რომ სამხედრო ბაზასთაბ დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალები იყო მობილიებული.
მომიტინგეებს გამოტანილი ჰქონდათ პლაკატები წარწერებით „102-ე სამხედრო ბაზა - გადით სომხეთიდან“, სკანდირებდნენ რუსეთის მთავრობის საწინააღმდეგო ლოზუნგებს.
ცნობისათვის, 2023 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს უპირატესობას ქვეყანაში რუსული სამხედრო ბაზების ყოფნაში, რადგან რუსეთის ფედერაციამ არ შეასრულა თავისი მოკავშირეობრივი ვალდებულებები.