თურქეთში უკრაინის ელჩის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, თურქეთი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას განიხილავს.
„გუშინ შევხვდი თურქეთის თავდაცვის მინისტრს, იაშარ გიულერს, ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. თურქეთი მზადაა, უახლოეს მომავალში შავი ზღვის განაღმვით სამუშაოებში ჩაერთოს“, - თქვა მან.
მისივე თქმით, ანკარა ასევე განიხილავს წინადადებებს სამოქალაქო პირების ჰუმანიტარულ განაღმვაში მონაწილეობის შესახებ.
ელჩის თქმით, თურქული მხარე „ერთ-ერთია იმ 10-ზე მეტ ქვეყანას შორის, რომლებიც უკვე განიხილავენ უკრაინაში სამხედროების პოტენციურ გაგზავნას, როგორც სტაბილიზაციის ფაქტორს, როგორც იმ გარანტიების ფაქტორს, რომ რუსეთის აგრესია არ განმეორდება სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში“, - განაცხადა ელჩმა.
ჯელალი ასევე მიიჩნევს, რომ თურქეთი კვლავ „ერთ-ერთ საუკეთესო პლატფორმად რჩება დელეგაციის დონეზე, ლიდერების დონეზე მოლაპარაკებებისთვის“.