ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის საელჩოს დროებითი რწმუნებული, რომელსაც უკრაინის ბოლო მასშტაბური დაბომბვის გამო საპროტესტო ნოტა გადასცეს.
როგორც ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტაშია აღნიშნული, რუსეთის თავდასხმა ნათლად აჩვენებს, რომ „რუსეთის ფედერაცია არ არის მზად უარი თქვას უკრაინასთან დაკავშირებით თავის აგრესიულ მიზნებზე ან ისწრაფვოდეს მშვიდობისკენ“.
„მისი მონაწილეობა მოლაპარაკებებში თვალთმაქცურია და მიზნად ისახავს მხოლოდ დროის მოგებას უკრაინის ტერიტორიის ნაწილების მიტაცების გასაგრძელებლად და დასავლეთის ახალი სანქციების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნავს უწყება.
21 აგვისტოს ღამეს რუსეთმა უკრაინას 614 საჰაერო დარტყმა მიაყენა: საჰაერო თავდაცვამ 577 მტრის სამიზნე გაანეიტრალა.
გასულ ღამეს კი ოკუპანტებმა უკრაინას 55 დრონით შეუტიეს.