უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ნავთობსადენზე მიტანილი იერიშის შედეგად რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის მიწოდება შეჩერებულია.
ღამით მივიღეთ ინფორმაცია, რომ რუსეთ-ბელარუსის საზღვარზე მდებარე Druzhba-ს ნავთობსადენზე განმეორებით თავდასხმა განხორციელდა - მოკლე დროში მესამედ. უნგრეთში ნედლი ნავთობის მიწოდება კვლავ შეწყდა!
ეს ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე კიდევ ერთი თავდასხმაა. ომში ჩვენი ჩათრევის კიდევ ერთი მცდელობა.
ის არ იმუშავებს! ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისკენ მიმართული ძალისხმევის მხარდაჭერას და მთელი ჩვენი ძალით დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს!“ - წერს სიიარტო.
ცნობისათვის, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში მილსადენ Druzhba-ს მეშვეობით 19 აგვისტოს საღამოს აღდგა. მიწოდება მას შემდეგ იყო შეწყვეტილი, რაც რუსეთის ტამბოვის ოლქში ნავთობსატუმბ სადგურზე უკრაინული დრონით თავდასხმა განხორციელდა.