აშშ სატვირთო მანქანების მძღოლებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თქმით, სატვირთო მანქანების უცხოელი მძღოლების მზარდი შედინება ამერიკაში, საფრთხეს უქმნის ამერიკელებს და საარსებო წყაროს უქრობს სატვირთო მანქანების ამერიკელ მძღოლებს.
„აშშ-ის გზებზე მისაბმელიანი სატვირთო მანქანების მართვის მქონე უცხოელი მძღოლების მზარდი რაოდენობა საფრთხეს უქმნის ამერიკელების სიცოცხლეს და ძირს უთხრის ამერიკელი სატვირთო მანქანების მძღოლების საარსებო წყაროს“, - წერს რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის ვიზის 55 მილიონზე მეტ მფლობელს შეამოწმებს, დარღვევის შემთხვევაში, ვიზას გაუუქმებს და მათ დეპორტაციას მოახდენს.