საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებას სამარცხვინო და არასწორი უწოდა, მას შემდეგ, რაც ისრაელის ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მაკრონის განზრახვა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ ანტისემიტიზმს აღვივებს.
20 აგვისტოს ნეთანიაჰუმ საფრანგეთის პრეზიდენტი ანტისემიტიზმის წაქეზებაში დაადანაშაულა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილების გამო.
„ანალიზი, რომ საფრანგეთის მიერ სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარების გადაწყვეტილება საფრანგეთში ანტისემიტურ ძალადობას გაზრდის, არასწორი და სამარცხვინოა და უპასუხოდ არ დარჩება“, - თქვა მაკრონმა.
მისი თქმით, მიმდინარე პერიოდი სერიოზულობასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს და არა „განზოგადებებსა და მანიპულაციებს“.
როგორც ცნობილია, ემანუელ მაკრონმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების განზრახვის შესახებ განაცხადა.