ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის გმირია და ვფიქრობ, მეც ვარ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Mark Levin Show-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ის კარგი ადამიანია. ის იბრძვის. ის ომის გმირია, რადგან ერთად ვმუშაობდით. ის ომის გმირია და ვფიქრობ, რომ მეც ვარ. „ისინი ცდილობენ მის ციხეში ჩასმას“, - განაცხადა ტრამპმა.
„ისინი ცდილობენ მის ციხეში ჩასმას“, - დასძინა ტრამპმა,
ამერიკელმა ლიდერმა ასევე გაიმეორა განცხადებები აშშ-ის „წარმატების“ შესახებ საჰაერო ოპერაციებში, რომლებიც ირანის ბირთვულ ობიექტებზე შდარტყმებს ეხებოდა.
„ბოლოს და ბოლოს, ეს თვითმფრინავები მე გავგზავნე. შემდეგ პილოტები დაბრუნდნენ და ისინი ოვალურ კაბინეტში დავაჯილდოვე. ოპერაცია შესანიშნავი გამოვიდა, სრული განადგურება იყო“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ,2024 წლის ნოემბერში მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა.