აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიქტორ ორბანს დაურეკა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ. ამის შესახებ Bloomberg წერს.
როგორც იუწყებიან, მას სურდა განეხილა, თუ რატომ ბლოკავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს.
„ზარი ტრამპსა და ევროპელი ლიდერების ჯგუფს შორის მოლაპარაკებების შედეგი იყო, რომლებიც თეთრ სახლში შეიკრიბნენ, რათა განეხილათ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების გზები.
რაღაც მომენტში მათ ტრამპს სთხოვეს, გამოეყენებინა თავისი გავლენა ორბანზე, რათა ზეწოლა მოეხდინა მემარჯვენე პოპულისტზე, რათა მას უარი ეთქვა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არსებულ წინააღმდეგობაზე“, - აღნიშნავს გამოცემა.
ორბანს ზარის შესახებ ცნობები არ დაუდასტურებია, თუმცა Bloomberg იუწყება, რომ19 აგვისტოს მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც მიანიშნებს, რომ უკრაინის ევროკაბშირში გაწევრიანების შესახებ მოთხოვნა მან მოისმინა, თუმცა, უშედეგოდ.
"უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არანაირ უსაფრთხოების გარანტიას არ ქმნის. მაშასადამე, წევრობის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირება ზედმეტი და საშიშია," - დაწერა მან.