„უკრაინას 1000 ცხედარი დაუბრუნეს, რომლებიც, რუსული მხარის თქმით, უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით“, - ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო საბჭოს განცხადებაში. იუწყება BBC
მათ შორისაა ტყვეობაში დაღუპული ხუთი ჯარისკაცის ცხედარი.
საკოორდინაციო შტაბი აცხადებს, რომ ისინი მძიმედ დაჭრილთა სიებში იყვნენ, რომლებიც სტამბოლში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ შედგა.
ახლა უკრაინა ექსპერტიზას ჩაატარებს და რეპატრირებული ცხედრების იდენტიფიცირებას მოახდენს.
ერთ-ერთი რუსული Telegram არხის ცნობით, უკრაინამ რუსეთს 19 ცხედარი გადასცა.