აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრის შემდეგ კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს დაურეკავს.
დღევანდელი შეხვედრების შემდეგ დაუყოვნებლივ გვექნება სატელეფონო საუბარი...
თუ სამმხრივი შეხვედრა არ შედგება, საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდება. ხოლო თუ შედგება, კარგი შანსი იქნება... ის ჩემს ზარს ელოდება, როდესაც ამ შეხვედრებს დავასრულებთ“.
ამავდროულად, როდესაც ტრამპმა კითხვა დაუსვეს, თუ რა შეეძლო ეთქვა რუსული დაბომბვის შედეგად დაზარალებული უკრაინელებისთვის, ტრამპმა უპასუხა, რომ ის ბევრ უკრაინელს იცნობს და ისინი შესანიშნავი ხალხია: „ისინი ჭკვიანები, ენერგიულები არიან...
მათ უყვართ თავიანთი ქვეყანა და ჩვენ გვინდა, რომ ომი დასრულდეს და ეს ყველაფერია, რისი გაკეთებაც შემიძლია. მე მიყვარს უკრაინელები, მაგრამ მიყვარს ყველა ადამიანი, ასევე მიყვარს რუსები. მე ყველა მიყვარს. მინდა, რომ ომი დასრულდეს,“ - განაცხადა ტრამპმა.